Saturday, May 9, 2015

პროექტი--"სამყარო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ...:"

1. პროექტის სახელი:  სამყარო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ...


2.პროექტის მთავარი იდეა: სამყარო ფართო ცნებაა,  ყველას თავისებურად ესმის და რაც მთავარია, ყველას თავისი სამყარო გააჩნია... ამდენად საინტერესო იყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების თვალით დანახული "მათი" სამყარო...

3.პროექტის აქტუალობა:  ასეთი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა დაახლოებას, მათი შინაგანი სამყაროს უკეთ გაცნობას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას სამყაროს აგებულების და წარმოშობის შესახებ.

4.პროექტის მიზანი: მოსწავლეთა შორის სოციალური ადაპტაციის უნარის განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების,პრეზენტაციის  უნარის განვითარება.მზის სისტემის გაცნობა.
                                                                                                                                                                    


                                                       
5.პროექტის მონაწილენი:I-IV  და   IX  კლასები.

6.განხორციელების ვადები:  1-2 თვე.






7.მოსალოდნელი შედეგი:(პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას) სტენდი სადაც მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინება,  ფოტოსურათები,   საპრეზენტაციო მასალები Power Point -ში წარმოდგენილი,  შევსებული ბარათები.

8.პროქტისთვის საჭირო რესურსი: ფურცლები,  ფერადი ფანქრები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი,  პროექტორი,   ინტერნეტი.


9.პროექტის მსვლელობა: დავალებების განაწილება, დაწყებით კლასის მოსწავლეებთან  შეხვედრები, შეკითხვების შეგროვება თემის ირგვლივ, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაციის გამართვა.

10.საგნებთან ,  ესგ-სთან კავშირი:  შემოქმედებითი უნარის განვითარება,  კვლევის ანალიზის უნარის განვითარება,  მოძრაობას და ურთიერთქმედებას შორის კავშირის დადგენა.


11.პროექტის ხელმძღვანელი:   ნინო გვეტაძე

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:nini.gvetadze22@gmail.com

13.პროექტის ვებ გვერდი:http://ninogveta.blogspot.com/


ფოტო მასალა...








Friday, May 8, 2015

ერთი ლამაზი დღე.....სტუმრად ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე

                                                                                                                                               
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        2 მაისს  მე და ჩემი  მოსწავლეები  ნორჩ  გამომგონებელთა საერთაშორისო    ოლიმპიადის გამოფენას ვესტუმრეთ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მათი თანატოლების ნამუშევრები. გაეცნენ მათი ქვეყნის კულტურას...ფიზიკაც გაიხსენეს და როგორც მოახერხეს..:) ინგლისურ-რუსულ -ქართულ, თუ ჟესტების ენით შეძლეს მათი გაცნობა და დამეგობრება...
 არ ვიცი რომელიმე მათგანი სამომავლოდ რა პროფესიას აირჩევს,   მაგრამ ერთი რამ ცხადია,  ეს დღე სულ ემახსოვრებათ,  მითუმეტეს,  როცა ასეთი დღეებით,  არც თუ ისე განებივრებული არიან...



Sunday, April 26, 2015

ფიზიკა-----ეს ყველაფერია....

                              მე და ჩემი მოსწავლეები
   ხშირად  გსმენიათ ალბათ რომ  სკოლაში  მოსწავლეები განსაკუთრებით არ წყალობენ ფიზიკას . თუ მიზეზს კითხავთ გეტყვიან რომ გაუგებარია, რთულია,,რომ მათთვის ფიზიკა ტანჯვაა, რომელსაც უნდა გაუძლონ...
   გამონაკლისი არც ის მოსწავლეები იყვნენ რომლებიც სკოლაში დამხვდნენ..შეშინებული და გაოცებული მიყურებდნენ..პირველი რაც თავში გამიელვა ესაა- "ყველაფერი ფიზიკის გარდა!" ..ურთიერთგაცნობა, საუბარი და ვხვდები ნელ-ნელა მათ ნდობას ვიმსახურებ..თავიანთ პრობლემებზეც ალაპარაკდნენ..შეუმჩნევლად ვინიშნავ მათ პრობლემებს..დრო უცებ გადის.. ზარის ხმა და სხვა კლასი..იგივე პრობლემებით და შეშინებული თვალებით...ფიქრით ჩემ ყოფილ სკოლას და მოსწავლეებს გადავწვდი..რამხელა სხვაობაა მათ შორის ,...როგორმე უნდა შევძლო ამ სხვაობის აღმოფხვრა- გავიფიქრე და გადაწყვეტილებაც მაშინვე მივიღე ...ისე უნდა დავგეგმო ყველა გაკვეთილი, რომ პირველ რიგში მათთვის იყოს საინტერესო , როგორმე უნდა შევძლო მათი დაინტერესება, დანარჩენი კი თანდათან მოგვარდება..
 და დავიწყეთ...რა გამოგვივიდა ამას ნაწილობრივ ეს ფოტოებიც გიამბობთ ...შეფასება თქვენთვის მოგვინდვია..ჩემთვის კი ყველაზე მთავარი  კითხვაზე რა არის თქვენთვის დღეს ფიზიკა?- მათი პასუხია--ფიზიკა ეს ყველაფერია.....



















მე--ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებელი (პროგრამა " ასწავლე საქართველოსთვის")


 ...სწრაფად  გაირბინა დღეებმა. დადგა დრო განსჯის და ფიქრის..

     რატომ აიირჩიეთ ეს პროგრამა?--შეკითხვა რომელზე პასუხისას არც თუ ისე თავდაჯერებული ვიყავი. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა მეშინოდა... რომ ვერ შევძლო? -ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ რაღაც მაინც მიზიდავდა, რაღაც უცნობი და  საინტერესო...
   დღეს იმავე კითხვაზე  თავდაჯერებით და  ოდნავ სიამაყითაც(რადგან მეც მისი ერთ-ერთი მონაწილე ვარ!) შემიძლია ვუპასუხო ,რომ  ეს არის პროგრამა, რომელიც ყველაზე ეროვნულ საქმეს აკეთებს, რომელიც  ქვეყნის მომავალს ემსახურება, რომელიც საკუთარ ქვეყანას გაცნობს და  გაყვარებს.. საკუთარი თავის რწმენას გმატებს...

   მადლობა თქვენ, პროგრამის ხელმძღვანელებო, ამ პროგრამისთვის , დიდი ნდობისთვის და სიყვარულისთვის........იმ ლამაზი ,შინაარსიანი და შთაბეჭდილებით სავსე დღეებისთვის, რაც  პროგრამის ფარლებში, ჩვენს სკოლაში გავატარეთ...სკოლიდან წამოსულებს კი თან გამოგვყვება ის სითბო და სიყვარული რასაც ყოველდღე ვიღებდით..თან გამოგვყვება  მოსწავლეების კითხვანარევ  სევდინი მზერაც.. "ხომ დაბრუნდებით?"  _გეკითხებიან და ხვდები, რომ უბრალოდ ,უფლება არ გაქ ,არ დაბრუნდე.......
                                                                                   ფიზიკის  კონსულტანტ-მასწავლებელი:
                                                                                    ნინო გვეტაძე
                                                                                                                        2015წ.

 

Thursday, February 26, 2015





   1.   პროექტის სახელი:    :საქართველოს  ჰიდროელექტრო სადგურები--დაბა სიონის ელ.სადგური                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            



2. პროექტის მთავარი იდეა:
 * ელექტრო ენერგიის მიღების და   გადაცემის წყაროების გაცნობა.   * .თეორიული მასალის ვიზუალური  აღქმა.      *.საკუთარი საცხოვრებელი ადგილის უკეთ შესწავლა





 3.პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებში დაბალია ინტერესი  ფიზიკის საგნისადმი და შესაბამისად ენერგიის წყაროებსაც ნაკლებად იცნობენ.ნაკლებია მათი ინტერესი ენერგეტიკოსის პროფესიისადმი





  4..პროექტის მიზანი:*.  მოსწავლეები გაეცნობიან ელექტრო ენერგიის მიღების და   გადაცემის წყარო ებს   *. ..მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების   და პრეზენაციის უნარები      *. მოსწავლეების დაინტერესება ენერგეტიკოსის პროფესიით
  *. საკუთარი რაიონის ენერგორესურსების გაცნობა.



 5 .მონაწილეთა ასაკი:    16-17 წელი


  6. .ვადები:                        1-2 თვე

  7. მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას): სურათები. გაზეთი, საპრეზენტაციო მასალა

   8.   პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ფოტოაპარატი, კომპიუტერი,ფურცლები,პროექტორი

   9.  პროექტის მსვლელობა:   *.დავალებების განაწილება. *. ინფორმაციის მოძიება ჰესებზე  *. პრეზენტაციის მომზადება. *  ექსკურსია სიონის ჰიდრო ელ.სადგურზე


   10.  საგნებთან ,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    მოსწავლე იკვლევს ელ.მაგნიტურ მოვლენებს





      11.  პროექტის ხელმძღვანელი:       ნინო გვეტაძე
     
      12 . ხელმძღვანელის ელ- ფოსტა: nini.gvetadze22@gmail.com

      13.პროექტისვებ-გვერდი/ბლოგი:   http://ninogveta.blogspot.com/