Sunday, April 26, 2015

ფიზიკა-----ეს ყველაფერია....

                              მე და ჩემი მოსწავლეები
   ხშირად  გსმენიათ ალბათ რომ  სკოლაში  მოსწავლეები განსაკუთრებით არ წყალობენ ფიზიკას . თუ მიზეზს კითხავთ გეტყვიან რომ გაუგებარია, რთულია,,რომ მათთვის ფიზიკა ტანჯვაა, რომელსაც უნდა გაუძლონ...
   გამონაკლისი არც ის მოსწავლეები იყვნენ რომლებიც სკოლაში დამხვდნენ..შეშინებული და გაოცებული მიყურებდნენ..პირველი რაც თავში გამიელვა ესაა- "ყველაფერი ფიზიკის გარდა!" ..ურთიერთგაცნობა, საუბარი და ვხვდები ნელ-ნელა მათ ნდობას ვიმსახურებ..თავიანთ პრობლემებზეც ალაპარაკდნენ..შეუმჩნევლად ვინიშნავ მათ პრობლემებს..დრო უცებ გადის.. ზარის ხმა და სხვა კლასი..იგივე პრობლემებით და შეშინებული თვალებით...ფიქრით ჩემ ყოფილ სკოლას და მოსწავლეებს გადავწვდი..რამხელა სხვაობაა მათ შორის ,...როგორმე უნდა შევძლო ამ სხვაობის აღმოფხვრა- გავიფიქრე და გადაწყვეტილებაც მაშინვე მივიღე ...ისე უნდა დავგეგმო ყველა გაკვეთილი, რომ პირველ რიგში მათთვის იყოს საინტერესო , როგორმე უნდა შევძლო მათი დაინტერესება, დანარჩენი კი თანდათან მოგვარდება..
 და დავიწყეთ...რა გამოგვივიდა ამას ნაწილობრივ ეს ფოტოებიც გიამბობთ ...შეფასება თქვენთვის მოგვინდვია..ჩემთვის კი ყველაზე მთავარი  კითხვაზე რა არის თქვენთვის დღეს ფიზიკა?- მათი პასუხია--ფიზიკა ეს ყველაფერია.....



















მე--ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებელი (პროგრამა " ასწავლე საქართველოსთვის")


 ...სწრაფად  გაირბინა დღეებმა. დადგა დრო განსჯის და ფიქრის..

     რატომ აიირჩიეთ ეს პროგრამა?--შეკითხვა რომელზე პასუხისას არც თუ ისე თავდაჯერებული ვიყავი. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა მეშინოდა... რომ ვერ შევძლო? -ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ რაღაც მაინც მიზიდავდა, რაღაც უცნობი და  საინტერესო...
   დღეს იმავე კითხვაზე  თავდაჯერებით და  ოდნავ სიამაყითაც(რადგან მეც მისი ერთ-ერთი მონაწილე ვარ!) შემიძლია ვუპასუხო ,რომ  ეს არის პროგრამა, რომელიც ყველაზე ეროვნულ საქმეს აკეთებს, რომელიც  ქვეყნის მომავალს ემსახურება, რომელიც საკუთარ ქვეყანას გაცნობს და  გაყვარებს.. საკუთარი თავის რწმენას გმატებს...

   მადლობა თქვენ, პროგრამის ხელმძღვანელებო, ამ პროგრამისთვის , დიდი ნდობისთვის და სიყვარულისთვის........იმ ლამაზი ,შინაარსიანი და შთაბეჭდილებით სავსე დღეებისთვის, რაც  პროგრამის ფარლებში, ჩვენს სკოლაში გავატარეთ...სკოლიდან წამოსულებს კი თან გამოგვყვება ის სითბო და სიყვარული რასაც ყოველდღე ვიღებდით..თან გამოგვყვება  მოსწავლეების კითხვანარევ  სევდინი მზერაც.. "ხომ დაბრუნდებით?"  _გეკითხებიან და ხვდები, რომ უბრალოდ ,უფლება არ გაქ ,არ დაბრუნდე.......
                                                                                   ფიზიკის  კონსულტანტ-მასწავლებელი:
                                                                                    ნინო გვეტაძე
                                                                                                                        2015წ.